უმაღლესი ხარისხი და კარგად მოხალული ყავა, ეს სრულიად მართალია. ეს არის მთავარი მიზანი იმისა, რასაც ვაკეთებთ, თუმცა რთულია ეს გადმოგცეთ და მოგიყვეთ ისტორია ამ ყველაფრის.
სთარბაქსის ყავის სახლი გახდა ნათლი წერტილი ყავის მოყვარულთათვის. საინტერესოა რატომ ითხოვენ ისინი ასე დაჟინებით სთარბაქსს?! იმიტომ რომ, მათ იციან, რომ სიამოვნებას მიიღებენ ჭეშმარიტად კარგი მომსახურებით, გარემოთი და ძალიან გემრიელი ყავით ნებისმიერ დროს.
ყავაზე მეტიჩვენ მხოლოდ გამორჩეულ ყავას არ ვამზადებთ, ჩვენ მომხმარებლებს ასევე ვთავაზობთ ჩაის, საკვებს და დესერტს. ასევე ძალიან კარგ მუსიკასაც.
მეტი ინფორმაცია: სთარბაქსმა ფუნქციონირება დაიწყო 1971 წელს, დღესდღობით კი არის 18000 მაღაზია 60 სხვადასხვა ქვეყანაში. სახელი სთარბაქსი დაარქვა თავდაპირველმა მეპატრონემ -მობი დიკმა. ლოგო კი რომელიც ყველას უკვირს დაკავშირებულია ზღვასთან- ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ორკუდიანი ქალთევზა.
მისია- აღმაფრენის გამოწვევა და სიამოვნების მინიჭება ადამიანისთის.
პროდუქტი - სხვადასხვა სახეობის პროდუქი, მაგალითად: ყავა, ჩაი, ხილის წვენი, ნაყინი, საჭმელი, ნამცხვრები, რომლებიც შეგიძლია სახლში წაიღო ან იქვე დააგემოვნო.
წარმატების საიდუმლო- უმაღლესი ხარისხი, გულწრფელი და თბილი დამოკიდებულება მომხმარებლებისადმი
![]() |
სთარბაქსის ყავა |
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც სთარბაქსს ძალიან კარგად გამოსდის საზოგადოებასთან ურთიერთობაა, მან იცის როგორ უნდა ეკონტაქტოს მომხმარებლებს და შეაყვაროს თავი. სთარბაქსი ყოველთვის ითვალისწინებს მომხმარებლების რჩევებს და ამიტომაც გააკეტა 1) ჩემი სთარბაქსის იდეა, 2) მივმართავ სთარბაქსს. ჩემი სთარბაქსის იდეა ანუ my starbucks idea მდგომარეობს შემდეგში : ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც რაიმე იდეა გაუჩნდება სთარბაქსთან დაკავშირებით შედის სპეციალურ საიტზე www.mystarbucksidea.com და წერს მას, რომელიც ღიაა ყველასთვის, იდეას სხვა მომხმარებლები ხმას აძლევენ, თუ მას ბევრი ხმა ექნება სთარბაქსი ხვდება, რომ ეს კლიენტებს სურთ და იმ იდეას აუცილებლად ახორციელებს. მეორე, მივმართავ სთარბაქსს: თითქმის ყველა სთარბაქსის მაღაზიაში დგას ყუთი, რომელშიც მომხმარებლები აგდებენ თავიანთ სურვილებს. სთარბაქსი მომხმარებლებისთის აწყობს სხვადასხვა საღამოებს სლოგანით: „ადგილი, რომელიც შენ გიყვარს დღე, გაქვს უფრო მეტი მიზეზი გიყვარდეს ღამით.“ საღამოები ეწყობა სხვადასხვა თემაზე, სტუმრები უყურებენ ფილმებს, არჩევენ წიგნებს, იმართება დისკუსიები და მუსიკალური საღამოები.სთარბაქსის პროექტები- ანუ როგორც თვითონ ამბობენ მათი პასუხისმგებლობა,
„სთარბაქსს სჯერა ახალგაზრდების ძალის და ფიქრობს, მათ შეუძლიათ შეცვალონ მსოფლიო სასიკეთოდ“- ამბობს სთარბაქსი. ამიტომ ყოველთვის ცდილობენ გააკეთონ ისეთი პროექტები რომლებშიც ახალგაზრდები იქნებიან ჩართულები. მაგალითად ძალიან ცნობილია გამწვანების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ბუნების დაცვას და დახმარებას, უამრავმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა და გაამწვანა გარემო. იგი გარემოს დაცვის ღონისძიებებს ხშირად ატარებს და ერთ-ერთი პირველი იყო ვინც პოლიეთილენის ჭიქების ხმარება შეზღუდა."ერთ ადამიანს ერთი ხის გადარჩენა შეუძლია, ჩვენ ყველას ერთად კი- ტყის!". ასევე კომპანიამ 2011 და 2012 წელს 2.6 მილიონი გადარიცხა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში გრანტების სახით, ეს თანხა განაწილდა სხვადასხვა პროექტებსა თუ აქტივობებზე. ასევე არსებობს საქველმოქმედო ფონდი, რომელიც სთარბაქსის სახელით ყოველწლიურად ეხმარება გაჭირვებულებს. მათი ახალი ხაზია -სთარბაქსი წითელი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანები რომელთა სიცოცლე საფრთხის ქვეშაა (განსაკუთრებით აფრიკაში, საიდანაც სთარბაქსი ყავის მარცვლებს ყიდულობ) დაიფარონ და დაეხმარონ განკურნებაში.
ერთ-ერთი მოთხოვნადი სთარბაქსის ნივთებია, ანუ ნივთბი რომლებზეც გამოსახულია სთარბაქსის ლოგო. სთარბაქსს აქვს ონლაინ შესყიდვები სადაც უამრავი ლამაზი ნივთი იყიდება, მითუმეტეს ამ პერიოდში, წინა საახალწლოდ თქვენ შეგიძლიათ თვენი ოჯახი წევრს ან საყვარელ ადამიანს, არცთუ ისე მაღალ ფასად უყიდოთ არაჩვეულებრივი საჩუქარი.
წყარო
ერთ-ერთი მოთხოვნადი სთარბაქსის ნივთებია, ანუ ნივთბი რომლებზეც გამოსახულია სთარბაქსის ლოგო. სთარბაქსს აქვს ონლაინ შესყიდვები სადაც უამრავი ლამაზი ნივთი იყიდება, მითუმეტეს ამ პერიოდში, წინა საახალწლოდ თქვენ შეგიძლიათ თვენი ოჯახი წევრს ან საყვარელ ადამიანს, არცთუ ისე მაღალ ფასად უყიდოთ არაჩვეულებრივი საჩუქარი.
No comments:
Post a Comment